სანიკიძემ "მონტეგრანაროს" დუბლი უთავაზა

AutoSharing Option
ვიქტორ სანიკიძემ იტალიის ჩემპიონატში ზედიზედ მეორედ მიითვალა ორმაგი დუბლი.

"მონტეგრანაროსთან" სტუმრად გამართულ შეხვედრაში ქართველმა ფორვარდმა 33 წუთში 14 ქულა და 13 მოხსნა მოაგროვა. მისი დამაჯერებელი თამაში "ვირტუსის" გამარჯვების საწინდარი გახდა - 80:74.

მესამე პერიოდშივე ასცდნენ 9-ქულიან ნიშნულს კანტუელი ქართველები მანუჩარ მარკოიშვილი და გიორგი შერმადინი. მათმა გუნდმა სეზონში მეხუთედ მოიგო - "კასერტა" 86:75 დაამარცხა.

მანუმ 22 წუთში 11 ქულა მოაგროვა, შერმადინმა - 21 წუთში 10 ქულა და 2 მოხსნა.

შაბათს ნიკა მეტრეველის "დინამო სასარიმ" "რომას" სძლია (80:68). ქართველმა ახალგაზრდამ 10 წუთში
7 ქულა მიითვალა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული