ბევრისთვის მოულოდნელად სარდინიელებმა "რომას" პირველივე პერიოდში 14-ქულიანი სხვაობით აჯობეს, დარჩენილი 30 წუთი ანგარიშის შენარჩუნებას მოანდომეს და საბოლოოდ 80:68 გაიმარჯვეს.
ქართველი ფორვარდი მატჩში სტივენ ჰანტერის ნაცვლად მოედანზე მე-7 წუთზე შევიდა, ჯერ ორქულიანი გამოიყენა, შემდეგ ქუინტონ ჰოსლის პასით ეფექტურად ჩატენა და "დინამოს" 11-ქულიანი უპირატესობა დაუბევა (26:15).
მეტრეველმა მორიგი ორქულიანი რომ გამოიყენა (ზედ ერთი საჯარიმოც მიაყოლა), მატჩის ბედი უკვე გადაწყვეტილი იყო: 27-ე წუთზე სხვაობას სოლიდური სახე მისცა - 58:39.
ნიკამ
გამარჯვებაში ყველაზე დიდი, 17-ქულიანი წვლილი შეიტანა საქართველოს ნაკრების ყოფილმა ფორვარდმა - ქუინტონ ჰოსლიმ, რომალმაც 17 ქულა მოიპოვა.
მასპინძელთა მთავარმა მწვრთნელმა რომეო საკეტიმ წინახაზელები შეაქო:
- სტივენ ჰანტერმა წინა ხაზში არსებული ვაკუუმი კარგად შეავსო. ნიკა მეტრეველი კი მნიშვნელოვანი ორქულიანებით დაგვეხმარა.
რომაელთა ძლევის შემდეგ "დინამო სასარის" მოგება-წაგებათა რაოდენობა გაუთანაბრდა - 3-3.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"