ასეცაა, ნიკა ირანის საუკეთესო გუნდ "მაჰრამში" თითქმის შეუცვლელად თამაშობს და სტატისტიკაც ეფექტური აქვს. ბოლო მატჩში მისმა კლუბმა "ჰაფარის" უმასპინძლა და 80:67 დაამარცხა. საქართველოს ნაკრების ფორვარდი, ალბათ, შეუცვლელად ითამაშებდა, ხუთი ჯარიმა რომ არ მიეღო.
ნიკამ 37:34 წუთში 16 ქულა, 14 მოხსნა, 2 პასი, 2 დაფარება და 1 ჩაჭრა მოაგროვა. "ცქიტომ"
"ჰაფარამდე" "მაჰრამმა" სტუმრად "პოუიას" მოუგო - 93:74. რადგანაც ძლიერი მეტოქე არ ჰყავდა, მწვრთნელმა ცქიტიშვილი 20 წუთი ათამაშა, თუმცა ნიკა ორმაგ დუბლს "პოუიასთანაც" მიუახლოვდა - 17 ქულა, 9 მოხსნა, 2 ჩაჭრა, თითო პასი-დაფარება.
ექვსი ტურის შემდეგ "მაჰრამი" სატურნირო ცხრილში პირველ ადგილს "ზობთან" ერთად ინაწილებს. ორივე გუნდს 6-6 მოგება აქვს.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"