ზაზა ფაჩულია "გალათასარაის" გმირია

AutoSharing Option
ვიდეო
ზაზა ფაჩულიას ფარ-ხმალი აკლდა, თორემ მეტოქის რაზმში შეჭრილი მეომარი გეგონებოდათ.

სწორედ მისი დამსახურებაა, "გალათასარაიმ" "პროკომთან" თითქმის წაგებული თამაში ჯერ ოვერტაიმში რომ გადაიყვანა, საბოლოოდ კი 78:76 მოიგო.

გადამწყვეტ მომენტში ფაჩულიამ ბურთი საკუთარ ფარზე მოხსნა, მეტოქეს წესები დაარღვევინა და საჯარიმოს ხაზიდან საბოლოო ანგარიში დააფიქსირა. ზაზამ 32 წუთში 19 ქულა, 10 მოხსნა და 2 ჩაჭრა მიითვალა.

პარალელურად თორნიკე შენგელიას "შარლერუა" მადრიდში "რეალს" ბოლო წამებამდე ებრძოლა, მაგრამ 89:93 დამარცხდა. თორნიკე არც სერჟ იბაკას ერიდებოდა, არც დანარჩენ რეალელებს, თავისუფლად შედიოდა ფარქვეშ და 11 ქულა და
5 მოხსნა მოაგროვა.

გუშინ, უფრო გვიან "კანტუმ" "ნანსისთან" სტუმრად 75:76 წააგო. კანტუელმა ქართველებმაც არანაკლებად ითამაშეს. მანუჩარ მარკოიშვილმა 10 ქულა და 2 მოხსნა მოაგროვა, გიორგი შერმადინმა 9 ქულა და 3 მოხსნა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 4 /
რა თქმა უნდა კარგი უნდა წერონ, თუ სპორტსმენი ცოტათი მაინც იძლევა ამის საშუალებას. მეორეც ზაზა - იმსახურებს მხოლოდ კარგს!!!
shoda
19:14 25-11-2011
0
საბა აზრზე არახარ ეგრე საბჭოური აზროვნებით რო აქ ეს არ შეილება და იქ ეს. დუეინ უეიდი საშინელებას თამაშOბს ყველა ტოჩკიდან რომ ესვრის? ზაზა ძაან მაგარია ევროპულ დონეზე და ნბაში საშუალო დონეა
valoki
21:50 25-11-2011
0

სიახლეები პოპულარული