შენგელიას 13 ქულა 18 წუთში

AutoSharing Option
თორნიკე შენგელიამ ბელგიის ჩემპიონატში ბრწყინვალე მატჩი ჩაატარა. "შარლერუა" მორიგი ტურის მატჩში სტუმრად "გენკს" შეხვდა და 75:67 მოიგო, შარლერუარელთა გამარჯვებაში მნიშვნელოვანი წვლილი ახალგაზრდა ქართველმა ფორვარდმა შეიტანა.

შენგელია სასტარტო ხუთეულში იყო და მოედანზე 18 წუთი გაატარა. ის ალბათ გაცილებით მეტს ითამაშებდა, რომ არა პერსონალურების ლიმიტი, რის გამოც ქართველმა ფორვარდმა მოედანი ნაადრევად დატოვა. სანამ მოედანზე იყო, შენგელია საკმაოდ სარგებლიანი გახლდათ.

თორნიკემ 10 ცდიდან 6 ორქულიანი ჩააგდო, ხოლო 3 საჯარიმოდან მეტოქის კალათში 1 მოათავსა. შესაბამისად, ქართველმა ფორვარდმა
13 ქულა დააგროვა, რასაც 2 მოხსნა და 1 ჩაჭრა მოაყოლა. შენგელიაზე მეტი ქულა (16) შარლერუელთაგან მხოლოდ დემონ მალემ მოაგროვა.

ამ გამარჯვებამ ისედაც პირველზე მყოფ "შარლერუას" ლიდერობა გაუმყარა. მომდევნო მატჩს ბელგიის პირველობაზე თორნიკეს გუნდი 10 დეკემბერს "ანტვერპენთან" გამართავს.

gbf.ge
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული