მარკოიშვილის 15 ქულა "კანტუს" არ ეყო

AutoSharing Option
იტალიის სერია A-ს მორიგ ტურში ბოლონიის "კანადიან სოლარი" ისვენებდა. შესაბამისად, არ უთამაშია ლიგის ერთ-ერთ საუკეთესო კალათბურთელ ვიქტორ სანიკიძეს. არ ითამაშა არც გიორგი შერმადინმა, ოღონდ "ბენეტ კანტუს" ქართველ ცენტრს ტრავმა აწუხებდა, მანუჩარ მარკოიშვილმა კი ვერაფერი უშველა კანტუელებს, რომლებიც "რომასთან" უიმედოდ - 74:91 დამარცხდნენ.

მარკოიშვილი სასტარტო ხუთეულში იყო და თავისიანთაგან ყველაზე მეტი - 31 წუთი ითამაშა. მანუჩარმა 6 ცდიდან 3 ორქულიანი ჩააგდო, ხოლო 4 სამქულიანიდან რომაელთა კალათში 3 მოათავსა. 15 ქულასთან ერთად 2 მოხსნა, 2 პასი და 1 ჩაჭრაც მიითვალა. მარკოიშვილზე უკეთესი
შედეგი კანტუელთაგან მხოლოდ ნიკოლას მაცარინოს ჰქონდა - 18 ქულა და 5 პასი.

"კანტუს" 8 თამაშიდან 5 მოგება აქვს და "ვარეზესთან" და "ბიელასთან" ერთად III-V ადგილებს იყოფს. მომდევნო მატჩი მარკოიშვილ-შერმადინის გუნდს 4 დეკემბერს სტუმრად "სიენასთან" ელის.

დაახლოებით იგივე ანგარიშით იმარჯვა ნიკა მეტრეველის "დინამო სასარიმ", რითაც "კანტუ" დამარცხდა. დინამოელებმა "ტერამოს" უმასპინძლეს და მეტოქე 91:73 დაამარცხეს. ქართველმა ფორვარდმა მოედანზე 11 წუთი გაატარა 4 ქულასთან ერთად 1 მოხსნა მიითვალა.

ნიკამ საშუალო დისტანციიდან სამჯერ შეუტია მეტოქის კალათს, საიდანაც 2 ჩააგდო. მეტრეველის გუნდელმა ქართული პასპორტის მქონე ქუინტონ ჰოსლიმ 31 წუთი 15 წუთი, 4 პასი და 2 მოხსნა მიითვალა.

სასარელებს 6 თამაშიდან 3 მოგება აქვთ და ცხრილში მე-11 ადგილზე იმყოფებიან. მომდევნო ტურში 4 დეკემბერს მეტრეველის გუნდი სანიკიძის "კანადიან სოლარს" შეხვდება.

gbf.ge
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული