ზაზა ფაჩულია სტამბოლს დაემშვიდობა

AutoSharing Option
ბოლო მატჩებში ზაზა ფაჩულიას ეფექტური სტატისტიკა აქვს, კვლავაც ბოლომდე იბრძვის, რასაც "გალათასარაის" გულშემატკივარი გულგრილი არ უყურებს.

"ტრაბზონსპორთან" კვირის მატჩში ქართველმა ცენტრმა 11 ქულა, 12 მოხსნა მიითვალა და მატჩის შემდეგ, ყველა კალათბურთელი გასახდელში რომ შევიდა, ფაჩულია მოედანზე დარჩა, ჯერ ადგილობრივ ტელევიზიას ინტერვიუ თურქულად მისცა, შემდეგ კი ქომაგებს დაემშვიდობა და საპასუხოდ მქუხარე ოვაცია მიიღო.

- ადრე თუ გვიან NBA უნდა დაწყებულიყო. ეს დროც მოვიდა, თუმცა არ მეგონა ასე მალე თუ გადაწყდებოდა ყველაფერი. "გალათასარაისაც" კარგად შევეგუე და გულშემატკივარსაც. გული მწყდება გუნდის დატოვება რომ
მიწევს, თუმცა "გალას" მაისურს შინ აუცილებლად ჩავიცვამ, - თქვა ზაზამ.

მას ჰკითხეს, ითამაშებს თუ არა ხუთშაბათს ევროლიგის მორიგი ტურის მატჩში "უნიქსთან".
- შესაძლოა ყაზანში "გალათასარაის" მაისურით ბოლო შეხვედრა ჩავატარო. თუმცა ცხოვრება გრძელდება, მომავალში "გალათასარაიში" დაბრუნებას არ გამოვრიცხავ, - დასძინა ფაჩულიამ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული