ლეგიონი კუნძულზე - ორი გამარჯვება

AutoSharing Option
კვიპროსის ჩემპიონატში ორი ქართველი კალათბურთელი თამაშობს. ენად-ის ღირსებას ნიკა ჩხატარაშვილი იცავს, ხოლო "აპოლონისას" - ბესიკ ლეჟავა.

განვლილ ტურში ნიკას ენად-მა შინ "ომონია" 77:70 დაამარცხა. საინტერესოა, რომ ეს იყო ჩხატარაშვილის თანაგუნდელთა პირველი გამარჯვება მიმდინარე სეზონში. მანამდე ისინი ხუთჯერ დამარცხდნენ.

"ომონიას" ძლევაში ქართველმა ფორვარდმა 5-ქულიანი წვლილი შეიტანა.

ლეჟავას "აპოლონს" ენად-ისგან განსხვავებული მიზნები აქვს - ჩემპიონობისკენაა შემართული. თავისი ამბიცია მეექვსე ტურში ვიცე-ჩემპიონ აელ-თან სტუმრად გამრთულ მატჩშიც დაამატკიცა - სამი ქულის სხვაობით დაამარცხა (89:86).

10-ბალიან ნიშნულს სამი აპოლონელი ასცდა: ერიკ რაშმა 15 ქულა მიითვალა,
ბენჟამინ რეიმონდმა - 17, ხოლო ბესიკ ლეჟავამ - 14. ქართველმა უკანახაზელმა 6-დან 3 სამქულიანი, 2-დან 2 ორიანი და 3-დან 1 საჯარიმო გამოიყენა.

სადღეისოდ "აპოლონს" 4 გამარჯვების წილ 1 წაგება აქვს და სატურნირო ცხრილში მესამე ადგილზეა. პირველ პოზიციაზეა "კერავნოსი", რომელსაც შვიდივე მატჩი მოგებული აქვს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული