საქართველოს ნაკრების ნატურალიზებულების, მარკიზ ჰეინსისა და ტორინ გრინის "კანარიამ" მესამე ტურში თურქული "ბანვითი" 85:61 გაანადგურა.
თუ ესპანეთის ჩემპიონატის ბოლო მატჩში ორივე მათგანი ხუთეულში იყო, ახლა სასტარტოში მოედანზე ჰეინსი გავიდა, რომელმაც 21:33 წუთი ითამაშა და 6 ქულასთან ერთად 2-2 მოხსნა-პასი მოაგროვა. ჰეინსმა 6 ცდიდან 2 სამქულიანი ჩააგდო, 2 ორიანი კი ააცილა.
რაც შეეხება გრინს, იგი თამაშში სათადარიგოთა სკამიდან ჩაება და მოედანზე ჰეინსზე
"გრან კანარია" მომდევნო მატჩს 6 დეკემბერს კვლავ "ბანვითთან" გამართავს, ოღონდ, მეტოქის მოედანზე.
ჯგუფში მდგომარეობა
გუნდი თ მ წ სხ ქ
გრან კანარია 3 3 0 240/195 6
ლოკომოტივი 3 2 1 234/211 5
ბანვითი 3 1 2 201/232 4
სკაილაინერსი 3 0 3 190/227 3
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"