გრინი და ჰეინსი უდანაკარგოდ მიიწევენ

AutoSharing Option
"გრან კანარია" ევროთასზე უდანაკარგოდ მიიწევს წინ - მესამე ტურის შემდეგ უკვე სამი მოგება აქვს და ცალი ფეხით მეორე ეტაპზეა.

საქართველოს ნაკრების ნატურალიზებულების, მარკიზ ჰეინსისა და ტორინ გრინის "კანარიამ" მესამე ტურში თურქული "ბანვითი" 85:61 გაანადგურა.

თუ ესპანეთის ჩემპიონატის ბოლო მატჩში ორივე მათგანი ხუთეულში იყო, ახლა სასტარტოში მოედანზე ჰეინსი გავიდა, რომელმაც 21:33 წუთი ითამაშა და 6 ქულასთან ერთად 2-2 მოხსნა-პასი მოაგროვა. ჰეინსმა 6 ცდიდან 2 სამქულიანი ჩააგდო, 2 ორიანი კი ააცილა.

რაც შეეხება გრინს, იგი თამაშში სათადარიგოთა სკამიდან ჩაება და მოედანზე ჰეინსზე
ოდნავ მეტი -22:25 წუთი გაატარა. ტორინმა ერთადერთი ორქულიანი ააცილა, ხოლო 6 სამქულიანი ცდიდან 3 ჩააგდო, საბოლოოდ 9 ქულას 2 მოხსნა და 3 პასი მიუმატა.

"გრან კანარია" მომდევნო მატჩს 6 დეკემბერს კვლავ "ბანვითთან" გამართავს, ოღონდ, მეტოქის მოედანზე.

ჯგუფში მდგომარეობა

გუნდი თ მ წ სხ ქ
გრან კანარია 3 3 0 240/195 6
ლოკომოტივი 3 2 1 234/211 5
ბანვითი 3 1 2 201/232 4
სკაილაინერსი 3 0 3 190/227 3

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული