ევროლიგაზე ქართველების "კანტუმ" "კახა" გალახა

AutoSharing Option
ევროლიგის მეშვიდე ტური ქართველებისთვის ცუდად დაიწყო და კარგად დასრულდა - წააგეს თორნიკე შენგელიას "შარლერუამა" და ზაზა ფაჩულიას "გალათასარაიმ", დრამატული ბრძოლა მოიგო გიორგი შერმადინისა და მანუჩარ მარკოიშვილის "კანტუმ".

იტალიურმა კლუბმა ესპანურ "კახა ლაბორალს" უმასპინძლა და 71:68 დაამარცხა. თუმცა, მას შემდეგ რაც, მარკოიშვილის პასით ჯანლუკა ბაზილემ სამქულიანი ჩააგდო, "კანტუ" საფინალო სირენამდე 5:06 წუთით ადრე 21 ქულის სხვაობით დაწინაურდა (64:43).

მანუჩარმა 21 წუთში 7 ქულა, 6 მოხსნა და 3 პასი მოაგროვა. გიორგიმ - 20 წუთში 8 ქულა, 4 მოხსნა და 1 დაფარება.

"გალათასარაიმ"
რუსეთში "უნიქსთან" 61:72 დათმო. ზაზას მონაგარი ასეთი იყო: 19 წუთი, 5 ქულა, 6 მოხსნა, 1 პასი, 1 დაფარება.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული