ევროთასის გათამაშებაში კანარიელები სტუმრად თურქულ "ბანვითს" შეხვდნენ და დიდი სხვაობით - 54:79 წააგეს.
ამ შეხვედრამდე "გრან კანარიას" 3 შეხვედრიდან სამივე მოგებული ჰქონდა და E ჯგუფის ერთპიროვნული ლიდერი იყო. ახლა კი ესპანურ კლუბს რუსული "ლოკომოტივი" წამოეწია, თუმც ძნელად სავარაუდოა, რომ კანარელებმა დარჩენილ ორ ტურში ჯგუფიდან გასვლა ვერ მოახერხონ.
რაც შეეხება თურქეთში წაგებულ შეხვედრას, გრინმა და ჰეინსმა საშუალო დონეზე ითამაშეს. სასტარტო ხუთეულში
გრინი თამაშში სათადარიგოთა სკამიდან ჩაერთო და მოედანზე 22:34 წუთი გაატარა. მან 7 ქულა და თითო მოხსნა-პასი მიითვალა. გრინმა 5 სამქულიანიდან მხოლოდ 1 ჩააგდო, საჯარიმოს ხაზიდან კი ოთხივე ტყორცნა გამოიყენა.
თანაბარი მხოლოდ პირველი მეოთხედი იყო, რომელიც 20:20 დასრულდა. მეორე პერიოდიდან კი "ბანვითმა" ყველა კომპონენტში დაჯაბნა "გრან კანარია" და საბოლოოდ დამაჯერებელი გამარჯვებაც მოიპოვა. მომდევნო შეხვედრას "გრან კანარია" 13 დეკემბერს ყუბანში, "ლოკომოტივის" წინააღმდეგ გამართავს. ჯგუფის ბოლო ტურში კი 20 დეკემბერს ჰეინს-გრინის გუნდი გერმანულ "სკაილაინერსს" უმასპინძლებს.
სატურნირო მდგომარეობა
ლოკომოტივი 3 1 303 269 34 7
გრან კანარია 3 1 294 274 20 7
ბანვითი 2 2 280 286 -6 6
სკაილაინერსი 0 4 248 296 -48 4
gbf.ge