"მაჰრამმა" ცქიტიშვილის გარეშე მოიგო

AutoSharing Option
ნიკა ცქიტიშვილს ტრავმის მოშუშება გაუგრძელდა. ირანული "მაჰრამის" ქართველმა ფორვარდმა ფეხის ტრავმის გამო უკვე მეოთხე მატჩი გამოტოვა.

მისი გუნდი სტუმრად "პეტროჩემის" შეხვდა და 90:72 დაამარცხა. ცქიტიშვილი სამმატჩიანი შესვენების შემდეგ პირველად გამოჩნდა განაცხადში, თუმცა მოედანზე არ გასულა.

ამასობაში, "მაჰრამი" ჩემპიონატში კიდევ უფრო დაწინაურდა. გასულ ტურში მაჰრამელთა მდევარმა "ზობ აჰანმა" შინ "აზადთან" წააგო. ცქიტიშვილის გუნდს 10 შეხვედრიდან ყველა გამარჯვება აქვს, ხოლო მეორეზე მყოფ "ზობ აჰანმა" უკვე მეორე მატჩი წააგო.

gbf.ge
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული