"ბილბაო"-"კანტუს" მატჩის ბოლო წუთზე თანაგუნდელებმა ორი შეტევის დასრულება სწორედ გიორგის მიანდეს. სირენამდე 51 წამით ადრე მან ისე ჩატენა, კინაღამ კალათი ჩამოტეხა, ხოლო 14 წამით ადრე მეტოქის ფარისკენ დაიძრა, მაგრამ მის წინააღმდეგ დორ ფიშერმა ძალიან უხეშად ითამაშა. შერმადინმა ერთი ჯარიმა ჩააგდო და "კანტუ" 64:62 დააწინაურა.
საპასუხო შეტევაში, მატჩის დასრულებამდე 2 წამით ადრე, ვასილიადისმა ანგარიში შორეული ტყორცნით გაათანაბრა. კანტუელთა მწვრთნელს ისღა დარჩენოდა წუთშესვენება აეღო. მოედანზე დაბრუნებულმა იტალიელებმა გვერდითი ხაზიდან ბურთი გამოცდილ ჯანლუკა
ამ მოგებით "კანტუმ" ევროლიგის ტოპ-16-ში თამაში გაინაღდა.
შერმადინმა 23 წუთში 11 ქულა (4/4 ორქულიანი, 3/4 საჯარიმო), 5 მოხსნა, 1 ჩაჭრა და 1 დაფარება მოაგროვა.
მანუჩარ მარკოიშვილიც კარგად გაისარჯა, თუმცა მწვრთნელმა იგი მეოთხე პერიოდის ბოლოს მოედანზე აღარ გამოიყვანა. მანუს მონაგარი ასეთი იყო: 16 წუთი, 9 ქულა (3/5 ორქულიანი, 1/1 სამიანი), 2 პასი, 1 ჩაჭრა, 1 მოხსნა.
* * *
ევროჩელენჯზე "არმიას" კონკურენტმა "ლეიდენმა" გუშინ ღამით "გოტინგენი" დაამარცხა (80:71) და ჩვენი გუნდის ჯგუფიდან ერთი ტურით ადრე გასვლის იმედს ცივი შხაპი გადაასხა. ასე რომ, გადამწყვეტი მატჩი "არმიასა" და "ლეიდენს" შორის 13 დეკემბერს ჰოლანდიაში შედგება.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"