თორნიკე შენგელიას მორიგი ევროგასროლა

AutoSharing Option
ბელგიურმა "შარლერუამ" სერბულ "პარტიზანს" უმასპინძლა, დემონდ მალეტისა და თორნიკე შენგელიას ზუსტი თამაშის შედეგად 84:79 გაიმარჯვა.

მალეტმა 23 ქულა ჩააგდო, თორნიკემ - 17 (8-დან 5 ორქულიანი, 4-დან 1 სამიანი, 5-დან 4 საჯარიმო). ახალგაზრდა ქართველი მესამე პერიოდის პირველ წუთზე დაუბრუნდა მოედანს და ვიდრე ხუთი პერსონალური შენიშვნა არ მიიღო, მწვრთნელმა არ... უფრო სწორად, ვერ გამოცვალა, რადგან შენგელია "შარლერუასთვის" ერთ-ერთი ყველაზე სასარგებლო იყო.

17-დან 15 ქულა მან მეორე ტაიმში ჩააგდო და როცა მოედანი ხუთი ფოლის გამო დატოვა (სირენამდე წუთით ადრე) მისი გუნდი 6 ქულის
სხვაობით იგებდა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული