კანარიელები კუნძულზე პრიმერადივიზიონის დებიუტანტ "ბლუსენსს" შეხვდნენ და 84:73 დაამარცხეს. ამ წარმატებაში თავისი წილი საქართველოს ნაკრებში ნათამაშებმა კალათბურთელებმაც დაიდეს.
ჰეინსი სასტარტო ხუთეულში იყო და მოედანზე გატარებულ 23 წუთში 15 ქულა, 2 პასი და 1 მოხსნა მოაგროვა. მარკიზმა 7-დან 3 სამქულიანი, 5-დან 4 საჯარიმო და ერთი ორქულიანი ჩააგდო. მექულეობით თავი ვერ გამოიჩინა, მაგრამ მატჩში ყველაზე მეტი პასი მიითვალა ტორინ გრინმა, რომელმაც მოედანზე 16 წუთი
ამ გამარჯვებით კანარიელებმა ცხრილში სიტუაცია გამოისწორეს. 4 გამარჯვებითა და 7 მარცხით "გრან კანარია" ცხრილში მე-13 ადგილზე იმყოფება. მომდევნო მატჩს პრიმერადივიზიონში კანარიელები 18 დეკემბერს სტუმრად "ვალიადოლიდთან" გამართავენ.
gbf.ge