ნიკა მეტრეველმა "ბენეტონს" 14 წუთში 16 ქულა ჩაუგდო

AutoSharing Option
თუკი აქამდე იტალიაში ძირითადად სანიკიძის, მარკოიშვილისა და შერმადინის კარგი თამაში გვახარებდა, ამჯერად კარგი ინფორმაცია მოვიდა ნიკა მეტრეველზეც.

სერია A-ში მოთამაშე მეოთხე ქართველი წუხანდელ მატჩში გამორჩეულად გაისარჯა. მისი გუნდი "დინამო სასარი" მორიგი ტურის მატჩში სტუმრად "ბენეტონს" ხვდებოდა და მიუხედავად იმისა, რომ 72:80 დამარცხდა, ჩვენთვის გამოსარჩევი ამბავი მაინც დაფიქსირდა.

ნიკა მეტრეველმა 14 წუთში 16 ქულა ჩააგდო და თავისი გუნდის შემადგენლობაში სარგებლიანობის კოეფიციენტით (19) მხოლოდ დრეიკ დინერს (23) ჩამორჩა.

მეტრეველი თამაშში სათადარიგოთა სკამიდან ჩაერთო. მიუხედავად იმისა, რომ ძლიერ მეტოქესთან საკმაოდ დაძაბული ბრძოლა მიმდინარეობდა,
მწვრთნელი ახალგაზრდა ქართველ კალათბურთელს ენდო და ნიკამაც გაუმართლა.

მეტრეველმა თამაშიდან ნასროლი ყველა ბურთი ჩააგდო - 5 ორქულიანი და 1 სამიანი. საჯარიმოს ხაზიდან ცოტა მეტი მიზანი რომ გამოეჩინა, მისი მონაგარი კიდევ უფრო შთამბეჭდავი იქნებოდა - 6 ცდიდან 3 საჯარიმო მიითვალა და საბოლოოდ 16 ქულა დააგროვა, რასაც 4 მოხსნაც მოაყოლა.

10 ტურის შემდეგ "დინამოს" 5 მოგება აქვს და მე-11 ადგილზე იმყოფება. დღეს გამართავენ ტურის თავიანთ მატჩებს დანარჩენი ქართველების გუნდები. მარკოიშვილ-შერმადინის "კანტუ" სტუმრად "მონფერანტოს" შეხვდება, ხოლო სანიკიძის "კანადიან სოლარი" "ვენეციას" უმასპინძებს.

gbf.ge
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული