თექვსმეტრეველი და შერმადუბლი - ქართველთა უხვი იტალიური მოსავალი

AutoSharing Option
უხვქულიანი გამოდგა იტალიის ჩემპიონატის მორიგი ტური ოთხი ქართველისთვის. სამ მატჩში ჩვენიანების ანგარიშზე 16-16 ქულაა.

ნიკა მეტრეველს 16 ქულის მოსაგროვებლად 14 წუთიც ეყო. მისმა "დინამომ" "ბენეტონთან" 72:80 წააგო.

ვიქტორ სანიკიძის "ვირტუსმა" "ვენეციას" 88:80 სძლია. ქართველმა ფორვარდმა 30 წუთში 16 ქულა და 3-3 მოხსნა-პასი მიითვალა.

"კანტუს" ქართველებმა, გიორგი შერმადინმა და მანუჩარ მარკოიშვილმა ერთობლივად მოაგროვეს 16 ქულა. მანუმ 5 ჩააგდო (3 პასი, 2 მოხსნა), გიორგიმ იტალიის პირველობაზე პირველი ორმაგი დუბლი გაიფორმა - 11 ქულა, 12 მოხსნა. "კანტუმ" სტუმრად "მონფერატოსთან" 65:69 დათმო.

ყოველდღიური სპორტული
გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული