ზაზა ფაჩულიამ "ატლანტას" რიგებში საგამოფენო მატჩი გამართა

AutoSharing Option
ზაზა ფაჩულიამ "ატლანტა ჰოუქსში" ითამაშა. ლოკაუტის გამო NBA-ში სეზონი გვიან, 25 დეკემბერს იწყება, მანამდე კი გუნდები სრული შემადგენლობით ერთმანეთში საგამოფენო მატჩებს თამაშობენ.

ატლანტელებმა პირველი შეხვედრა შარლოტში "ბობქეთსთან" გამართეს და დაძაბულ ბრძოლაში - 77:79 დამარცხდნენ.

ზაზა სასტარტო ხუთეულში არ ყოფილა, თუმცა სათადარიგოთაგან ყველაზე მეტი - 18 წუთი ითამაშა და საუკეთესო შედეგი აჩვენა. ფაჩულიამ 8 ქულა, 6 მოხსნა და 1 პასი მიითვალა. 7-დან 2 ორქულიანი და 4-დან 4 საჯარიმო ჩააგდო, 1 სამიანი კი ააცილა.

ატლანტელთაგან საუკეთესო შედეგი ჯოშ სმიტმა აჩვენა, რომელმაც 19
წუთში 11 ქულა, 7 მოხსნა, 2 დაფარება და 1 ჩაჭრა მიითვალა. მორიგ საგამოფენო შეხვედრას "ჰოუქსი" 22 დეკემბერს კვლავ "შარლოტთან", ამჯერად საკუთარ არენაზე გამართავს. 27 დეკემბრიდან კი ფაჩულიას გუნდი რეგულარულ სეზონში ნიუ ჯერსიში გასამართი მატჩით ჩაებმება. 

gbf.ge
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული