საქართველოს ნაკრებისა და ბელგიური "შარლერუას" 20 წლის ფორვარდმა, თორნიკე შენგელიამ მძიმე ტრავმა მიიღო, რის გამოც ექიმებმა ხანგრძლივი დასვენება გამოუწერეს, დაახლოებით სამი თვე.
- თორნიკეს ტერფის ძვალი აქვს გატეხილი. მან ნატკენი ფეხით სამი თამაში ჩაატარა და შემოწმება რომ გაიარა, სერიოზული დაზიანება აღმოჩნდა, - გვითხრა გუშინ თორნიკეს მამამ და მისმა ყოფილმა მწვრთნელმა კახა შენგელიამ.