ევროლიგა: 2 ქართველის 22

AutoSharing Option
ევროლიგაზე მანუჩარ მარკოიშვილისა და გიორგი შერმადინის "კანტუმ" თურქულ "ფენერბაჰჩეს" უმასპინძლა და ბოლო წუთებზე 76:83 დამარცხდა.

ქართველმა კალათბურთელებმა მეოთხე პერიოდი შეუცვლელად ჩაატარეს, სამქულიანებითაც დაგვამახსოვრეს თავი, ჩატენვითაც და ზუსტი ჯარიმებითაც.

მოკლედ, მარკოიშვილმა 21 წუთში 9 ქულა (7-დან 3 სამქულიანი), 3 პასი, 2 ჩაჭრა და 1 მოხსნა მოაგროვა. შერმადინი "კანტუს" ბომბარდირი გახდა: 22 წუთი, 13 ქულა, 5 მოხსნა.

გუშინვე თორნიკე შენგელიას "შარლერუა" შინ ისრაელის "მაქაბისთან" დამარცხდა (69:86). ქართველ ფორვარდს ტერფის ტრავმის გამო არ უთამაშია.

შარლერუელები მომდევნო ეტაპზე ვერ გავიდნენ, ხოლო "კანტუ" ბრძოლას ტოპ-16-ში
განაგრძობს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული