პირველი ოფიციალური შეხვედრისთვის "ატლანტა" ყოფილი არმიელის სანდიატა გეინსის "ნიუ ჯერსის" ეწვევა.
ქართველი და 8:0
ლოკაუტის გამო საკალათბურთო ასოციაციაში სეზონიც შეიკვეცა და საკონტროლო (იქაურად საგამოფენო) მატჩების რაოდენობაც შემცირდა. ამიტომ "ჰოქსმა" მხოლოდ ორი ამხანაგური შეხვედრა გამართა - "შარლოტს" ჯერ სტუმრად ეთამაშა, ხოლო 23 დეკემბერს გამთენიისას (ქართული დროით) ამავე გუნდს ატლანტაში უმასპინძლა. პირველი შეხვედრა ჯორჯიელებმა 2 ქულის სხვაობით რომ წააგეს, უკვე მოგახსენეთ, საპასუხო დაპირისპირებაში კი
ჯორჯიელთა 27-ე ნომრის, ზაზა ფაჩულიას გარჯაზე გადამეტებულს რომ არაფერს ვამბობთ, ამის ნათელსაყოფად ქრონოლოგიის გადახედვაც საკმარისია: მესამე პერიოდის ბოლოს მწვრთნელმა ლარი დრიუმ ფაჩულია მოედანზე დააბრუნა.
ქართველიც შეტევაში სრული ძალით ამოქმედდა: ახალწვეულ ვლადიმირ რადმანოვიჩს შედეგიანი გადაცემით სამქულიანი ჩააგდებინა (65:57), რასაც ორწუთიან მონაკვეთში 5 მოხსნა, 6 ქულა მიამატა და "ატლანტას" 14-ქულიანი უპირატესობა დაუბევა - 71:57. როგორც დააკვირდით დროის ამ მონაკვეთში შარლოტელებს ქულა არ ჩაუგდიათ. მათ მეოთხე რაუნდში ვერ მოახერხეს მესამე პერიოდში დაკარგულის ანაზღაურება და საბოლოოდ 75:92 დამარცხდნენ.
დაცვაშიც...
ჯორჯიულ გაზეთ "ატლანტა კონსტიტუშენში" მატჩის განხილვის პარალელურად თითოეული კალათბურთელის შეფასება დაიწერა. აი, რას ამბობენ ამერიკელი ჟურნალისტები 27 წლის ქართველზე:
"დაცვაშიც კარგი იყო. იგი ფარქვეშ პოზიციას სწორად არჩევდა, რის ხარჯზეც მეტოქე წინახაზელებს აშკარად აჯობა (უფრო მაღალი ნახტომი რომ ჰქონდეს და გუნდს დაფარებებითაც ეხმარებოდეს, იდეალური იქნებოდა). ზაზა შეტევაშიც თამამად ხსნიდა და ბურთს კალათში თუ არ აბრუნებდა, მეტოქეებს ჯარიმის მიღებას აიძულებდა. ფაჩულიას მართლაც კარგი მოსამზადებელი ეტაპი გამოუვიდა."
მან გუშინდელ საგამოფენო მატჩში 8-8 ქულა მოხსნა მიითვალა, რისთვისაც 13 წუთი ეყო. "შარლოტთან" შეხვედრის გმირი ჯოშ სმიტი იყო, რომელმაც 23 წუთში 21 ქულა ჩააგდო.
ორი ჩხუბის გარანტია
NBA-ს სეზონი ოფიციალურად 25 დეკემბერს იხსნება, თუმცა როგორც გითხარით, "ატლანტა" პირველ ოფიციალურ მატჩს 27-ში ჩაატარებს.
მანამდე ოკეანისგაღმელი ანალიტიკოსები NBA-ს გუნდების სამომავლო პერსპექტივებზე მსჯელობენ. გამოცემა "ბლიჩერეპორტმა" ვრცელი სტატია მიუძღვნა "ატლანტა ჰოქსს". ავტორი, რაჯ პრაშადი ათ კითხვას სვამს, რომელთაგან ერთ-ერთი ფაჩულიას ეხება: "რომელი კალათბურთელი მოიხვეჭს სახელს?"
პასუხი: "ჯორჯიულ კლუბში დაბრუნდა ვეტერანი ზაზა ფაჩულია. უნდა ვივარაუდოთ, რომ ატლანტელი ფანების ფავორიტი მომავალ სეზონში სათადარიგოთა შორის სათამაშო დროს უხვად მიიღებს. იგი კვლავაც სოლიდური უნდა იყოს დაცვაში და სახიფათო - დამაგვირგვინებელ ფაზაში. გვაქვს იმის გარანტიაც, რომ ორ ჩხუბში მაინც მიიღებს მონაწილეობას."
ატლანტა-შარლოტი 92:75
ზაზა ფაჩულია: 12:55 წუთი, 8 ქულა (4-დან 3 ორქულიანი, 2-დან 2 საჯარიმო), 8 მოხსნა, 1 პასი, 2 ფოლი, 1 შეცდომა.
ქრონოლოგია
I პერიოდი
05:03 ზაზამ ჰორფორდი შეცვალა
04:57 ფოლი: 1
04:20 ფოლი: 2
04:20 შეცდომა: 1
03:16 ორქულიანი: არაზუსტი
01:05 ორქულიანი: 2ქ (23:26)
0:00 მოხსნა: შეტ-1, დაც-0
II პერიოდი
10:44 მოხსნა: შეტ-1, დაც-1
10:02 ჰორფორდმა ზაზა შეცვალა
III პერიოდი
04:11 ზაზამ ჰორფორდი შეცვალა
03:39 მოხსნა: შეტ-1, დაც-2
02:19 პასი: 1 (რადმანოვიჩი 3ქ, 65:57)
01:47 საჯარიმოები: 2/2 (4ქ, 67:57)
01:31 მოხსნა: შეტ-1, დაც-3
01:18 მოხსნა: შეტ-2, დაც-3
01:17 ორქულიანი: 6ქ (69:57)
00:48 მოხსნა: შეტ-3, დაც-3
00:34 მოხსნა: შეტ-4, დაც-3
00:34 ორქულიანი: 8ქ (71:57)
IV პერიოდი
10:28 მოხსნა: შეტ-4, დაც-4
10:17 ბენსონმა ზაზა შეცვალა
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"