ზაზა ფაჩულია და ქორი საჩუქრებით

AutoSharing Option
"შარლოტთან" მატჩამდე "ჰოქსის" კალათბურთელებმა მონაწილეობა მიიღეს საქველმოქმედო აქციაში.

ქალაქ ატლანტას ბავშვთა საავადმყოფოს ხუთი მოთამასე ეწვია: ელ ჰორფორდი, ზაზა ფაჩულია, ჯერი სტეკჰაუსი, ჯეისონ კოლინზი და მაგნუმ როლე. მათ პატარებს საჩუქრები ჩამოურიგეს, სამახსოვრო ფოტოები გადაიღეს, ბოლოს კი მათთან ერთად ითამაშეს.

ფოტოობიექტივმა ზაზა ფაჩულია და "ატლანტას" თილისმა ქორი (სახელად ლარი) სწორედ იმ მომენტში დააფიქსირა, ბავშვებს საჩუქრებს რომ ურიგებდნენ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული