ცქიტიშვილმა "მაჰრამს" 18 ქულა შესძინა

AutoSharing Option
წარმატებულ სერიას განაგრძობს ნიკოლოზ ცქიტიშვილის "მაჰრამი", რომელმაც ირანის ჩემპიონატში ზედიზედ მე-13 გამარჯვება იზეიმა და ცხრილს დაუმარცხებლად ლიდერობს. მაჰრამელებმა მორიგ ტურში სტუმრად "პეტროჩიმი" 94:74 დაამარცხეს.

ქართველმა კალათბურთელმა 11-დან 4 ორქულიანი, 5-დან 1 სამქულიანი და 8-დან 7 საჯარიმო ჩააგდო, ბურთი ხუთჯერ დაკარგა, ოთხჯერ მას დაუფარეს, 3 პერსონალური ფოლი მიიღო, მის წინააღდეგ კი ხუთჯერ დაჯარიმდნენ.

ცქიტიშვილმა 27.50 წუთს ითამაშა და მასპინძლებს 18 ქულა, 6 მოხსნა, 1 დაფარება და 1 ჩაჭრა შესძინა. ქართველი ფორვარდის ეფექტურობის კოეფიციენტმა 14-ს უწია, რითაც იგი "მაჰრამის" რიგებში მესამე გახლდათ.

gbf.ge
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული