მარკოიშვილის 17 გაელვება და დახეული ჯინსი

AutoSharing Option
"სუპერ მარკოიშვილი" - ასეთი წარწერა აქვს გაზეთ "დეილი ბასკეტში" გუშინ ღამით გამოქვეყნებულ მანუჩარის ფოტოს.

ქვემოთ კი წერია: "ქართველი უკანახაზელი პირველი წუთიდან ბოლომდე დომინირებდა, 24 წუთში 17 ქულა (7-დან 5 ორქულიანი, 5-დან 2 სამიანი, 4-დან 1 საჯარიმო), 6 მოხსნა და 3 პასი მიითვალა. იგი მატჩის საუკეთესო კალათბურთელი გახლდათ."

მანუს 17-ს ორმაგი ღირებულება შესძინა იტალიის ჩემპიონატის ლიდერის, მილანის "არმანი ჯინსის" განადგურებამ: "კანტუმ" შინ 79:54 იმარჯვა.

პირველ მეოთხედში კანტუელთა გაქცევა (27:12) მარკოიშვილის გარდა გიორგი შერმადინის დამსახურებაც იყო: 8 ქულა ჩააგდო. საბოლოოდ გიორგიმ 14
წუთში 10 ქულა და 4 მოხსნა ჩაიწერა.

Sportall.Ge

Sportall.Ge

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული