სანიკიძე - ზურგზე 13, მოხსნებშიც 13, მოგებაც +13

AutoSharing Option
იტალიის ჩემპიონატში მეშვიდე მატჩი მოიგო ვიქტორ სანიკიძის "ვირტუსმა", რომელმაც ბოლონიაში 13 ქულის სხვაობით სძლია "ბენეტონს" - 74:61.

გამარჯვებაში დიდი წვლილი შეიტანა საქართველოს ნაკრების ფორვარდმა, რომელმაც 32 წუთში 13 მოხსნა, 9 ქულა, 2 დაფარება და 1 შედეგიანი გადაცემა მიითვალა.

ვიქტორს თავისუფლად შეეძლო ორმაგი დუბლის შესრულება, მაგრამ მეოთხე პერიოდში ოთხი საჯარიმო ააცილა. ბოლო წუთზე სანიკიძემ ტექნიკური შენიშვნაც მიიღო და ხუთი ფოლის გამო მოედნის დატოვებაც მოუწია, თუმცა იმ მომენტისთვის მატჩის ბედი "ვირტუსის" სასარგებლოდ იყო გადაწყვეტილი.

პარალელურად გამართულ მატჩში "მონტეგრანაროსთან" დამარცხდა ნიკა მეტრეველის "დინამო
სასარი" - 76:85.

ქართველმა ფორვარდმა საკმარისად ითამაშა: 23 წუთი, 5 ქულა, 4 მოხსნა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული