ზაზა ფაჩულიამ სეზონი ორმაგი დუბლით გახსნა

AutoSharing Option
ზაზა ფაჩულიამ სეზონი ორმაგი დუბლით დაიწყო. "ატლანტა ჰოუქსის" ქართველმა ცენტრმა ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის სადებიუტო მატჩში "ნიუ ჯერსის" წინააღმდეგ 13 ქულა და 11 მოხსნა მოაგროვა.

ატლანტელებმა მეტოქე საბოლოოდ 106:70 გაანადგურეს და ამ გამარჯვებაში საკუთარი წვლილი ფაჩულიამაც შეიტანა. საქართველოს ნაკრების კაპიტანმა 21 წუთი ითამაშა და 8 ორქულიანი სროლიდან 5 გამოიყენა.

ფაჩულიამ უშეცდომოდ ესროლა 3 საჯარიმო და საბოლოოდ 13 ქულას მოუყარა თავი. ქართველი ცენტრი ორივე ფარქვეშ დომინირებდა და მატჩში ყველაზე მეტი - 11 მოხსნა მოაგროვა. მომდევნო მატჩს ატლანტელები ხვალ გამთენიისას შინ, "ვაშინგტონის" წინააღმდეგ
გამართავენ.

gbf.ge
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული