ქართველი ცენტრი, რომელმაც წინა მატჩში "ნიუ ჯერსისთან" ორმაგი დუბლი შეასრულა, ამჯერად შედარებით მოკრძალებული იყო. ფაჩულიამ 16 წუთში 6 ქულა, 2 მოხსნა და 1 პასი მიითვალა. ზაზამ 2-დან 1 ორქულიანი და ოთხივე საჯარიმო ჩააგდო. სტაბილურად მოთამაშე ატლანტელთაგან კი მარვინ უილიამსი გამოირჩეოდა, რომელმაც 17 ქულა და 8 მოხსნა მიითვალა.
ატლანტელები მორიგ მატჩს ჩვენი დროით 31 დეკემბერს, გამთენიისას, "ნიუ ჯერსისთან შინ ჩაატარებენ.
gbf.ge