ფაჩულიას "ატლანტამ" მეორე მატჩიც მოიგო

AutoSharing Option
ზაზა ფაჩულიას "ატლანტამ" სეზონის მეორე მატჩიც მოიგო. "ქორებმა" შინაურ "ფილიპს არენაზე" "ვაშინგტონს" უმასპინძლეს და იოლი გამარჯვება მოიპოვეს - 101:83.

ქართველი ცენტრი, რომელმაც წინა მატჩში "ნიუ ჯერსისთან" ორმაგი დუბლი შეასრულა, ამჯერად შედარებით მოკრძალებული იყო. ფაჩულიამ 16 წუთში 6 ქულა, 2 მოხსნა და 1 პასი მიითვალა. ზაზამ 2-დან 1 ორქულიანი და ოთხივე საჯარიმო ჩააგდო. სტაბილურად მოთამაშე ატლანტელთაგან კი მარვინ უილიამსი გამოირჩეოდა, რომელმაც 17 ქულა და 8 მოხსნა მიითვალა.

ატლანტელები მორიგ მატჩს ჩვენი დროით 31 დეკემბერს, გამთენიისას, "ნიუ ჯერსისთან შინ ჩაატარებენ.

gbf.ge
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული