მასპინძლებმა ამჯერადაც გუნდური თამაშის მაგალითი მოგვცეს, რასაც ქულათა მონაგარიც მოწმობს - ერთბაშად 6 კალათბურთელი ასცდა 10-ქულიან ზღვარს. ორმაგი დუბლი სასტარტო ცენტრმა ელ ჰორფორდმა შეასრულა - 15 ქულა, 10 მოხსნა.
ზაზა ფაჩულია მოედანზე ტრადიციულად, პირველი და მესამე პერიოდების ბოლოს შევიდა, მეორე და მეოთხე თორმეტწუთეულების დასაწყისი ითამაშა, მოედანზე 1
- მატჩის დილას გამომეღვიძა და მარცხენა მხარში ტკივილი ვიგრძენი. შეხვედრის დაწყებამდე ექიმებს გავესინჯე და თამაშის უფლება დამრთეს. ტრავმა ნიუ ჯერსიში მივიღე, მაგრამ ნამდვილად არ მახსოვს კონკრეტულად რა ეპიზოდში.
"ატლანტა ჰოქსი" მორიგ მატჩს "ნიუ ჯერსი ნეთსთან" შინ 2\30 დეკემბერს გამართავს.
ატლანტა-ვაშინგტონი 101:83
ზაზა ფაჩულია: 15:59 წუთი, 6 ქულა (2-დან 1 ორქულიანი, 4-დან 4 საჯარიმო), 2 მოხსნა, 1 პასი, 3 ფოლი, 1 შეცდომა.
ქრონოლოგია
I პერიოდი
04:28 ზაზამ სმიტი შეცვალა
04:04 შეცდომა: 1
00:37 ორქულიანი: 2ქ (24:15)
II პერიოდი
08:57 ფოლი: 1
08:35 პასი: 1 (სმიტი 2ქ, 33:28)
07:20 ორქულიანი: არაზუსტი
07:18 ჰორფორდმა ზაზა შეცვალა
III პერიოდი
03:23 ზაზამ ჰორფორდი შეცვალა
03:17 ფოლი: 2
01:52 საჯარიმოები: 2/2 (4ქ, 80:59)
00:32 ფოლი: 3
00:32 მოხსნა: შეტ-0, დაც-1
IV პერიოდი
11:30 საჯარიმოები: 2/2 (6ქ)
10:25 მოხსნა: შეტ-0, დაც-2
08:34 ბენსონმა ზაზა შეცვალა
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"