ზაზა ფაჩულია "ატლანტასთვის" ყველაზე სარგებლიანი იყო

AutoSharing Option
ზაზა ფაჩულიას "ატლანტა ჰოუქსმა" ნბა-ში ზედიზედ მესამე გამარჯვება მოიპოვა. ჯორჯიელმა "ქორებმა" ახლახან დაწყებულ სეზონში უკვე მეორე შეხვედრა მოუგეს "ნიუ ჯერსის".

თუკი პირველ შეხვედრაში, 27 დეკემბერს სტუმრად 36 ქულით გაანადგურეს, დღეს, გამთენიისას, შინაურ არენაზე შედარებით თანაბარ ბრძოლაში - 105:98 დაამარცხეს.

ქართველი ცენტრი საკმაოდ სარგებლიანი გახლდათ. ზაზა თამაშში სათადარიგოთა სკამიდან ჩაერთო და მოედანზე გატარებულ 22:43 წუთში 11 ქულა, 8 მოხსნა, 2 პასი, 1 ჩაჭრა და 1 დაფარება მოაგროვა. ევროპული კალათბურთის მსგავსად ნბა-ს ოქმებში არ აქვთ საერთო სარგებლიანობის ცალკე გრაფა.

სამაგიეროდ ერთ-ერთი ყველაზე
მთავარ მაჩვენებლად მოთამაშის მოედანზე ყოფნისას მისი გუნდის ნაჩვენები შედეგია. მაგალითად, იმ დროში (22:43 წუთში), რაც ფაჩულია მოედანზე იყო, "ატლანტამ" 14 ქულით დაჯაბნა "ნიუ ჯერსი". ეს მაჩვენებელი ქართველ ცენტრს თავისიანთაგან ყველაზე მაღალი ჰქონდა. მაგალითად ჯოშ სმიტის მოედანზე ყოფნის პერიოდში (34:25 წუთში) ატლანტელებმა მეტოქესთან 4 ქულით წააგეს, ხოლო "ქორების" ძრითადი ცენტრის - ალ ჰორფორდის ბურთაობისას "ჰოუქსმა" 8 ქულით წააგო.

ფაჩულიამ 6 ორქულიანიდან 3 ჩააგდო, საჯარიმოს ხაზიდან კი 6-დან 5 ტყორცნა გამოიყენა. ქართველი ცენტრი ატლანტელთაგან ერთ-ერთი საუკეთესო იყო და გამარჯვებაშიც მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა. მორიგ მატჩს ატლანტელები ხვალ გამთენიისას ჰიუსტონში გამართავენ.

gbf.ge
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული