ლებრონ ჯეიმსის, დუეინ ვეიდისა და კრის ბოშის მოწადინებამ ვერ უშველა "მაიამის" და საჩემპიონოდ შემართული გუნდი საკუთარი გულშემატკივრების თვალწინ დამარცხდა.
გამარჯვებაში ლომის წილი შეიტანა ჩამქრალმა ვარსკვლავმა ტრეისი მაკგრეიდიმ, რომელმაც შეხვედრაში მოგროვებული 16 ქულიდან 13 ბოლო მეოთხედში ჩააგდო. მაიამელები მესამე პერიოდში 10 ქულით ლიდერობდნენ, მაგრამ ბოლო მეოთხედში ატლანტელებმა შესაშური ბრძოლისუნარიანობა გამოავლინეს და საამაყო გამარჯვება მოიპოვეს.
სამწუხარო ისაა, რომ ქართველმა ცენტრმა მიმდინარე
ატლანტელებს 5 შეხვედრიდან 4 გამარჯვება აქვთ და აღმოსავლეთ კონფერენციის ცხრილში "მაიამის" შემდეგ მეორე ადგილზე არიან. თავის მხრივ, მაიამელებს 5 მოგება და 1 მარცხი აქვთ. მომდევნო შეხვედრას "ატლანტა" 4 იანვარს, გამთენიისას, ანალოგიური შედეგის მქონე "ჩიკაგოსთან" სტუმრად გამართავს.
gbf.ge