სანიკიძემ "ვირტუსს" კიდევ ერთხელ მოაგებინა

AutoSharing Option
ვიქტორ სანიკიძემ იტალიის ჩემპიონატში მორიგი მატჩი ჩაატარა ეფექტურად: "მონფერატოსთან" "მსუყე" ორმაგი დუბლი მიითვალა - 19 ქულა და 14 მოხსნა.

ვიქტორს არც სროლის სიზუსტე დაეწუნებოდა: 6-დან 4 ორქულიანი, 4-დან 2 სამიანი, 9-დან 5 საჯარიმო. გარდა ამისა, 31 წუთში ქართველი ფორვარდის ანგარიშზე 2 დაფარება იყო. მარგი ქმედების კოეფიციენტის მიხედვით კი ვიქტორს მოედანზე ბადალი არ ჰყავდა - 34.

"ვირტუსი"-"მონფერატოს" მატჩის ბოლო მეოთხედში დრამა გათამაშდა. საფინალო სირენამდე 7 წუთით ადრე მონფერატოელები 11 ქულით დაწინაურდნენ (57:46). სწორედ ამის შემდეგ დააბრუნა მწვრთნელმა სანიკიძე მოედანზე და სამ
წუთში სხვაობა 2 ქულამდე შემცირდა. სირენამდე წუთით ადრე ვიქტორმა ერთმანეთის მიყოლებით ორი ორქულიანი ჩააგდო და "ვირტუსის" უპირატესობა 4 ქულამდე გაზარდა (64:60).

ეს უკვე გამარჯვებას ნიშნავდა - მას მერე თამაშიდან ქულა არავის ჩაუგდია, მონფერატოელები განზრახ ჯარიმების მიღებაზე გადავიდნენ, თუმცა ვერც ამან უშველა - "ვირტუსმა" 70:62 მოიგო.

* * *
გუშინვე იტალიის ჩემპიონატში ნიკა მეტრეველის "დინამო სასარიმ" სტუმრად "ბიელა" დაამარცხა - 78:73. მეტრეველმა 5 წუთი ითამაშა და მოედანი ქულა-მოხსნის გარეშე დატოვა. გიორგი შერმადინისა და მანუჩარ მარკოიშვილის "კანტუ" ისვენებდა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული