ზაზა ფაჩულიას "ატლანტამ" "მაიამისთან" წააგო

AutoSharing Option
დუეინ ვეიდისა და ლებრონ ჯეიმსის გარეშე ატლანტაში ჩასულმა "მაიამიმ" მაინც იმარჯვა. ლიდერებისგან დაცლილმა "ჰითმა" 4 დღის წინ შინ განცდილი მარცხის საპასუხოდ რევანში აიღო.

დრამატული, დაძაბულობით აღსავსე მატჩი 63 წუთი გაგრძელდა და მესამე დამატებითი დროის დასრულებასთან ერთად დამთავრდა. მაიამელებმა მასპინძლები საბოლოოდ 116:109 დაამარცხეს.

არადა, როგორც უკვე ვთქვით, რამდნიმე დღის წინ "ატლანტამ" მაიამი სტუმრად დაამარცხა და მაშინ "ჰითს" ლებრონ ჯეიმსიც ჰყავდა, დუეინ ვეიდიც და კრის ბოშიც. ახლა კი ამ სუპერსამეულისგან მაიამელებს მხოლოდ ბოში შერჩათ, ტრავმების გამო ჯეიმსი და ვეიდი საკუთარ გუნდს ვერ
დაეხმარნენ. მიუხედავად ამისა, მაიამელებმა მაინც დაამტკიცეს საკუთარი საჩემპიონო ამბიცია და მეტად პრინციპული შეხვედრა მოიგეს.

მატჩის გმირი კრის ბოში გახდა, რომელმაც 33 ქულა, 15 მოხსნა და 5 პასი მიითვალა. ატლანტელებმა შედარებით გუნდურად ითამაშეს - ყველაზე მეტი, 20 ქულა ჯო ჯონსონმა დააგროვა. ჩვენ ზაზა ფაჩულიას მონაგარი გვაინტერესებს და ბოლო მატჩების მსგავსად, ქართველი ცენტრი ამჯერადაც მოკრძალებული გახლდათ. 12 წუთში ზაზამ 2 მოხსნა მიითვალა, 2 ორქულიანი კი ააცილა.

4 მოგებითა და 3 მარცხით "ატლანტა" აღმოსავლეთ კონფერენციაში მეექვსე ადგილზე დაეშვა. მომდევნო მატჩს ატლანტელები ხვალ გამთენიისას, შარლოტში "ბობქეთსთან" გამართავენ.

gbf.ge
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული