ფაჩულია "ატლანტას" "ჩიკაგოს" დამარცხებაში დაეხმარა

AutoSharing Option
ზაზა ფაჩულიას "ატლანტა ჰოუქსმა" აღმოსავლეთ კონფერენციაში უშუალო კონკურენტი, "ჩიკაგო ბულსი" დაამარცხა. შეხვედრა დღეს, გამთენიისას გაიმართა ატლანტაში და მასპინძლეთა გამარჯვებით - 109:94 დასრულდა.

ატლანტელებმა იმდენად კარგად ითამაშეს მატჩის საწყის სამ პერიოდში, რომ ბოლო მეოთხედის 8 ქულით წაგების მიუხედავად მაინც დამაჯერებელი სხვაობით გაიმარჯვეს. გაქანება არ მისცეს ჩიკაგოს სუპერვარსკვლავ დერიკ როუზს, რომელმაც შეხვედრა 8 ქულით, 6 პასით და 5 დაკარგვით დაასრულა.

ჩინებულად გაისარჯნენ ატლანტელთა სასტარტო ხუთეულის მოთამაშეები - ჯოშ სმიტი, ჯო ჯონსონი, ალ ჰორქორდი, ჯეფ ტიგი. დიდი სამსახური გაუწია ატლანტელებს სათადარიგო ვლადიმირ რადმანოვიჩმა,
რომელმაც ჩიკაგოელებს 5 სამქულიანი ჩაუგდო და შეხვედრა საბოლოოდ 17 ქულით დაასრულა.

რაც შეეხება ქართველ ცენტრს, ფაჩულიამ ბოლო მატჩებთან შედარებით მოედანზე მეტი დრო გაატარა. 20 წუთში ზაზამ 6 ქულა, 5 მოხსნა და 1 ჩაჭრა მოაგროვა. მან 5 ორქულიანიდან 3 გამოიყენა, საჯარიმო კი არ უსვრია.

6 გამარჯვებითა და 3 წაგებით "ატლანტა" აღმოსავლეთის ცხრილში 1 საფეხურით აიწია და ახლა მე-5 ადგილზე იმყოფება. მომდევნო შეხვედრას "ქორები" ნიუ ჯერსიში, "ნეთსთან", 10 იანვრის გამთენიისას გამართავენ.

gbf.ge
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული