ჰეინსის ბომბარდირობამ "გრან კანარიას" ვერ უშველა

AutoSharing Option
2012 წელს გამართული მეორე შეხვედრაც წააგო "გრან კანარიამ". საქართველოს ეროვნულ ნაკრებში ნათამაშები კალათბურთელების გუნდი ამჯერად შინ, "ვალენსიასთან" დამარცხდა - 63:71.

ტორინ გრინს ტრავმის გამო შეხვედრაში მონაწილეობა არ მიუღია, ხოლო მარკიზ ჰეინსი ხუთეულში იყო და კანარიულ გუნდში ბომბარდირიც გახდა.

ჰეინსმა მოედანზე 26 წუთი დაჰყო და ამ ხნის მანძილზე 16 ქულა, 4 ჩაჭრა და 2 პასი მიითვალა. მარკიზმა 9 ცდიდან 4 სამქულიანი, 4 ორიანიდან კი 2 ჩააგდო. კანარიელთაგან 10-ქულიანი ზღვარი ხუან პალაციომაც დაძლია, რომელმაც 14 ქულა მოაგროვა. ვალენსიელთაგან საუკეთესო ნანდო დე კოლო
(17 ქულა) გახლდათ, ხოლო რაფა მარტინესმა 16 მოაგროვა.

5 მოგებითა და 10 მარცხით "გრან კანარია" პრიმერადივიზიონის ცხრილში მე-14 ადგილზეა. მომდევნო მატჩს ჰეინს-გრინის გუნდი 15 იანვარს, შინ "ესტუდიანტესთან" გამართავს.

gbf.ge
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული