ბოისამ მიმდინარე სეზონის პირველი ნახევარი უგუნდოდ გაატარა. ის ინდივიდუალურად, სლოვენიაში ემზადებოდა. სწორედ სლოვენიაში გაატარა წინა სეზონი ბოისამ, სადაც ის ლიუბლიანის "ოლიმპიას" ღირსებას იცავდა.
ვლადიმერისთვის საბერძნეთში თამაში უცხო არ არის. 2008-2009 წლების სეზონში ბოისა ათენის აეკ-ში თამაშობდა და საბერძნეთის ლიგის 18 მატჩში მიიღო მონაწილეობა. საბერძნეთის ჩემპიონატში "პანიონიოსი" 7 მოგებითა და 4 მარცხით მეოთხე ადგილზეა.
gbf.ge