ქართველების "კანტუმ" "ბიელა" 66:61 დაამარცხა

AutoSharing Option
მანუჩარ მარკოიშვილისა და გიორგი შერმადინის "კანტუმ" იტალიის ჩემპიონატში მორიგი შეხვედრა მოიგო. კანტუელები მორიგ ტურში საკუთარ მოედანზე "ბიელას" დაუპირისპირდნენ და საბოლოოდ 66:61 იმარჯვეს.

სასტარტო ხუთეულში იყო მანუჩარ მარკოიშვილი, რომელმაც მოედანზე 18 წუთი გაატარა. მანუჩარმა 4 ცდიდან 1 ორქულიანი ჩააგდო, 1 სამიანი ააცილა, ხოლო ორივე საჯარიმო ზუსტად შეასრულა. საბოლოოდ, ქართველმა უკანახაზელმა 4 ქულა, 5 მოხსნა, 1 პასი და 1 დაფარება მიითვალა.

გიორგი შერმადინი მოედანზე 17 წუთით გამოჩნდა და 6 ქულა, 4 მოხსნა, 2 დაფარება და 2 ჩაჭრა მოაგროვა. შერმადინმა ყველა ბურთი ჩააგდო,
რაც კი ესროლა: 4 საჯარიმო და 1 ორქულიანი. საერთო სარგებლიანობის კოეფიციენტით შერმადინს მხოლოდ მაარტენ ლუნენმა და დენის მარკონატომ აჯობეს.

9 მოგებითა და 5 მარცხით "კანტუ" ცხრილში მე-4 ადგილზეა. 9 მოგებითა და 4 მარცხით მესამეზეა ვიქტორ სანიკიძის "კანადიან სოლარი", რომელიც ამ ტურში სტუმრად "სკავოლინის" ეთამაშება.

ამავე ტურში ითამაშა ნიკა მეტრეველის "დინამო სასარიმ", რომელმაც შინ ჩემპიონატის ერთ-ერთ ლიდერ "სიენასთან" შინ 91:75 წააგო.

ახალგაზრდა ქართველმა ფორვარდმა ყოფილი კლუბის წინააღმდეგ 24 წუთს ითამაშა და 8 ქულა, 3 მოხსნა და 1 ჩაჭრა მიითვალა. მეტრეველმა 5-დან 2 ორქულიანი და 4-ვე საჯარიმო გამოიყენა. სარდინიელები 7-7 მოგება-წაგებით მე-8 ადგილზე იმყოფებიან.

gbf.ge
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული