ფაჩულიას "ატლანტამ" "ნიუ ჯერსი" დაამარცხა

AutoSharing Option
"ატლანტა ჰოუქსმა" მიმდინარე სეზონში "ნიუ ჯერსი" უკვე მესამედ დაამარცხა. ზაზა ფაჩულიას გუნდი "ნეთსს" დღეს გამთენიისას ნიუ ჯერსიში შეხვდა და 106:101 მოუგო.

ატლანტელებისთვის გამარჯვება იოლად არ მოსულა. გვარიანი ჩამორჩენის მიუხედავად მასპინძლებმა მატჩის ბოლო წუთებზე ჩამორჩენა 3 ქულამდე შეამცირეს, თუმცა ფავორიტად მიჩნეულმა "ჰოუქსმა" მაინც იმარჯვა.

ქართველმა ცენტრმა თავისი გუნდის სათადარიგოთაგან ყველაზე მეტი - 13 წუთი ითამაშა და მოედანი უქულოდ დატოვა. ფაჩულიამ 2 ორქულიანი ააცილა, სხვა მხრივ კი 4 მოხსნა, 1 პასი და 1 ჩაჭრა მიითვალა.

3 მარცხის მქონე "ატლანტა ჰოუქსმა" მე-7 გამარჯვება
მოიპოვა და აღმოსავლეთის კონფერენციის ცხრილში მეოთხე ადგილზე აღზევდა. მომდევნო მატჩს ფაჩულიას გუნდი ხვალ, გამთენიისას, ინდიანაში "პეიზერსთან" გამართავს.

gbf.ge
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული