ვიქტორ სანიკიძემ "მონტეპასკი" მოხსნა

AutoSharing Option
სიენას "მონტეპასკი" იტალიის ჩემპიონი და ბოლო წლების ფლაგმანია. მისი ყველას ეშინია გარდა ვიქტორ სანიკიძისა, რომელმაც გუშინ ღამით სიენელებს 75:71 სძლია.

ქართველი კალათბურთელის დამსახურებაზე გადამეტებულად რომ არ ვლაპარაკობთ, ამას სტატისტიკაც მეტყველებს: მარგი ქმედების კიეფიციენტის მიხედვით ვიქტორი თანაგუნდელებს ორჯერ აღემატებოდა. მისი მქკ 30-ს უტოლდებოდა. ისიც თამამად შეიძლება ითქვას, რომ სანიკიძემ სიენელები ფარს არ გააკარა - 19 მოხსნა მოაგროვა რასაც 10 ქულა და 4 შედეგიანი გადაცემა მიამატა (36 წუთში).

* * *

გიორგი შერმადინის ს
არეკორდო 15 ქულა (16 წუთში) "კანტუს" "მონტეგრანაროსთან" სტუმრად გამარჯვებისთვის არ ეყო. გიორგის ორმაგ დუბლამდე 1 მოხსნა დააკლდა (9-დან 3 ორქულიანი, 9-დან 9 საჯარიმო, 9 მოხსნა). მისმა თანაგუნდელმა მანუჩარ მარკოიშვილმა 21 წუთში 8 ქულა, 2 მოხსნა და 1 პასი მოაგროვა. "კანტუმ" 73:89 დათმო.

* * *

ვენეციაში "უმანასთან" 71:91 წააგო ნიკა მეტრეველის "დინამო სასარიმ". ქართველ თავდამსხმელს არ უთამაშია.
იტალიური ამბების შესახებ ვრცლად ხვალ მოგითხრობთ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული