სკიტას კონკურენტები: პარკერი და გრინი

AutoSharing Option
ირანის ჩემპიონატში ნიკა ცქიტიშვილის "მაჰრამი" წარმატებულ სვლას განაგრძობს - 16 ტურის შემდეგ გუნდს წაგება არ აქვს და ამაყად უდგას სათავეში სატურნირო ცხრილს.

სპარსეთის ჩემპიონატში რეგულარული ეტაპი 12 იანვარს დასრულდება და გუნდები ბრძოლას პლეი ოფში გააგრძელებენ. წინასწარ შეიძლება ითქვას, რომ "მაჰრამს" პლეი ოფში იოლი ბრძოლები არ ელის, რადგან მისი მეტოქეები სერიოზულად ძლიერდებიან.

მაგალითისთვის: მესამეადგილოსანმა "პეტროჩიმიმ" ერთმანეთის მიყოლებით ორი მაღალი დონის კალათბურთელი დაიმატა - ჯერალდ გრინი და სმაშ პარკერი. გრინი სხვადასხვა დროს "მინესოტაში", "ჰიუსტონსა" და "დალასში" თამაშობდა, ხოლო პარკერს NBA-ს ექვსი კლუბი
აქვს მოვლილი - "კლივლენდი", "დეტროიტი", "ფინიქსი", "ლეიკერსი", "მაიამი", "კლიპერსი".

დავუბრუნდეთ "მაჰრამს" რომლის ბოლო მატჩში ნიკა ცქიტიშვილი ჩვეულად ვერ გაისარჯა: 16 წუთში 2 ქულა, 4 მოხსნა და 2 ჩაჭრა მოაგროვა. მისმა გუნდმა კი ყოველგვარი სირთულის გარეშე დაამარცხა "პოუია" - 121:59.

ერთი ტურით ადრე მაჰრამელებმა ნიკას გარეშე (ტრავმირებული იყო) სძლიეს "შირაზს" - 101:74.

როგორც გითხარით, ირანის ჩემპიონატის რეგულარული ეტაპის ბოლო მატჩს "სკიტას" გუნდი 12 იანვარს ჩაატარებს. მისი მეტოქე "აჰვაზი" იქნება.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული