ალ ჰორფორდის ტრავმა ფაჩულიას შანსია

AutoSharing Option
"ქართული" ინფორმაცია ამერიკიდან: ალ ჰორფორდის ტრავმა, რომელიც ზაზა ფაჩულიას შანსია.

"ატლანტა ჰოუქსის" ძირითადმა ცენტრმა "ინდიანაში" 84:96 წაგებული მატჩის პირველი მეოთხედის შუაწელში ტრავმა მიიღო და მოედანი დატოვა.

შესაბამისად, მისმა შემცვლელმა ზაზა ფაჩულიამ მიმდინარე სეზონში სარეკორდოდ ბევრი - 30 წუთი ითამაშა. ჰორფორდმა მოხსნისთვის ბრძოლაში მხარი დაიზიანა და სანამ მწყობრში ჩადგება, ატლანტელთა ხუთეულში ფაჩულია ითამაშებს.

რაც შეეხება "ინდიანასთან" მატჩს, ქართველმა ცენტრმა საკმაოდ კარგად ითამაშა. ფაჩულიამ 6-დან 3 ორქულიანი და 8-დან 5 საჯარიმო ჩააგდო.

შესაბამისად 11 ქულა დააგროვა, რასაც 7 მოხსნა და 1 ჩაჭრა
მოაყოლა. სანამ ჰორფორდი მოედანზე იყო, ანუ 6 წუთში, 5 ქულის მოგროვება მოასწრო.

საუკეთესო კი ატლანტელთაგან ჯოშ სმიტი გახდა, რომელმაც 16 ქულა და ფაჩულიას დარად 7 მოხსნა მოაგროვა.

"ატლანტას" 7 გამარჯვების წინ მეოთხე წაგება დაუგროვდა და აღმოსავლეთის ცხრილში მე-6 ადგილზე იმყოფება. მომდევნო მატჩს ატლანტელები ხვალ გამთენიისას "შარლოტთან" გამართავენ.

gbf.ge
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული