ზაზა ფაჩულიამ ორმაგი დუბლი შეასრულა

AutoSharing Option
ზაზა ფაჩულიამ კარგად გამოიყენა ბოძებული შანსი და პირველივე შეხვედრაში, რომელშიც სასტარტო შემადგენლობაში ითამაშა, ორმაგი დუბლი შეასრულა. დღეს გამთენიისას გამართულ მატჩში "ატლანტამ" "შარლოტი" 111:81 გაანადგურა.

ფაჩულიამ 31,48 წუთი ითამაშა და 10-10 ქულა-მოხსნა მოაგროვა. ზაზამ 5-დან 2 ორქულიანი და 7-დან 6 საჯარიმო ჩააგდო და 10 ქულას 10 მოხსნა (3 მეტოქის ფარზე), 4 პასი და 1 დაფარება წაამატა. ქართველმა კალათბურთელმა ბურთი ორჯერ დაკარგა და მხოლოდ 1 პერსონალური ფოლი მიიღო.

შეხვედრის გმირი ჯორჯიელთა ერთ-ერთი ლიდერი ჯოშ სმიტი გახდა, რომელმაც 39:21 წუთში 30 ქულა და
13 მოხსნა მოაგროვა. ჩინებულად გამოიყურებოდა ჯო ჯონსონიც, რომელმაც 23 ქულა, 8 პასი, 7 მოხსნა მიითვალა.

ატლანტელებს 8 გამარჯვება და 4 მარცხი აქვთ. ისინი აღმოსავლეთ კონფერენციაში კვლავ მე-6 ადგილზე იმყოფებიან. მომდევნო მატჩს ფაჩულიას გუნდი კვირას, გამთენიისას, შინ "მინესოტასთან" გამართავს.

აქვე ვთქვათ, რომ ზაზა ატლანტელთა ძირითად ცენტრად იქცა, რადგან ალ ფორფორდის ტრავმა სერიოზულია. მას მხართან კუნთი გაუწყდა და ჯერ უცნობია, მოედანს როდის დაუბრუნდება.

gbf.ge
მკითხველის კომენტარები / 1 /
ბედი მაქო ზაზამ უნდა თქას. შანსი ქონდა და გამოიყენა
david
16:23 13-01-2012
0

სიახლეები პოპულარული