ნიკა ცქიტიშვილის მორიგი ორმაგი დუბლი

AutoSharing Option
17 მატჩიდან 17 გამარჯვება - ასეთი შედეგი აქვს ცხრილში ნიკა ცქიტიშვილის "მაჰრანს". ირანის ჩემპიონატს ამ გუნდის სახით ულაპარაკო ლიდერი ჰყავს. 

მაჰრამელებმა გასულ, მე-17 ტურში სტუმრად ცხრილის შუაწელში განთავსებული "აჰვაზი" მისსავე მოედანზე 94:77 დაამარცხეს.

ქართველმა ფორვარდმა აქტივში მორიგი ორმაგი დუბლი ჩაიწერა. 33 წუთში ცქიტიშვილმა 15 ქულა, 13 მოხსნა, 2 ჩაჭრა და 2 დაფარება მოაგროვა, ბურთიც ორჯერ დაკარგა. ნიკამ 5-დან 5 ორქულიანი და 8-დან 5 საჯარიმო ჩააგდო, 2 სამქულიანი კი ააცილა. ამ შედეგით ქართველი ფორვარდი მატჩის საუკეთესო მოთამაშე გახდა.

"მაჰრამი" მდევარ "ფულადს"
4 ქულით უსწრებს, რეგულარული ჩემპიონატის დასრულებამდე კი 5 ტურია დარჩენილი.

gbf.ge
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული