ბოისას "პანელინიოსმა" "კოლოსოსი" 74:55 გაანადგურა

AutoSharing Option
ვლადიმერ ბოისას "პანელინიოსმა" საბერძნეთის ჩემპიონატის მორიგ ტურში უშუალო კონკურენტი, ცხრილში მის წინ ერთი საფეხურით მყოფი "კოლოსოსი" გაანადგურა. მატჩი ათენში გაიმართა და მასპინძლების გამარჯვებით - 74:55 დასრულდა.

ბოისამ მოედანზე 15 წუთი გაატარა. ვოვას მეტოქის ფარისთვის თამაშიდან არ შეუტევია, 2 საჯარიმოდან ერთი ჩააგდო, რასაც 2 მოხსნა და 1 ჩაჭრა მოაყოლა. "პანელიონიოსს" ულიდერა ვასილის ხანტოპულოსმა, რომელმაც 18 ქულა მოაგროვა, ჯონ დიბლერის ანგარიშზე კი 13 ქულა გახლდათ.

ამ გამარჯვებით "პანიონიოსმა" ცხრილში "კოლოსოსთან" ჩამორჩენა მინიმუმამდე შეამცირა და კვლავ მეოთხე პოზიციაზე იმყოფება.

gbd.ge
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული