მარკიზ ჰეინსი მატჩის ბომბარდირი გახდა

AutoSharing Option
მარკიზ ჰეინესისა და ტორინ გრინის "გრან კანარიამ" 2012 წელში პირველი მატჩი მოიგო, რაშიც ევრობასკეტზე საქართველოს ეროვნული ნაკრებში ნათამაშევი ჰეინესის წვლილი დიდია. კანარიელებს პრიმერადივიზიონის ერთ-ერთი მძლავრი გუნდი - "ესტუდიანტესი" ეწვია, რომელიც კუნძულელებმა 73:65 დაამარცხეს.

ტორინ გრინს ტრავმა აქვს - მან უკვე მეორე მატჩი გამოტოვა. ჰეინსი კი ტრადიციულად სასტარტო ხუთეულში იყო და მოედანზე 28 წუთი გაატარა. მარკიზმა 11-დან 6 ორქულიანი, 6-დან 2 სამიანი და 3-დან 2 საჯარიმო ჩააგდო, მთლიანობაში თავი 20 ქულას მოუყარა, რასაც 1 პასი და 1 ჩაჭრა მოაყოლა. ჰეინსი მატჩის
ბომბარდირი გახდა და კანარიელების გამარჯვებაში ლომის წილი დაიდო.

"გრან კანარიასთვის" მე-16 მატჩში ეს მეექვსე გამარჯვება იყო და ამ შედეგით კუნძულელები პრიმერადივიზიონის ცხრილში მე-13 ადგილზე არიან. მომდევნო მატჩს "გრან კანარია" 22 იანვარს, სტუმრად, "კახასოლის" წინააღმდეგ გამართავს.

gbf.ge
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული