იტალიის ჩემპიონატის მორიგი ტური კვირის თამაშებით დასრულდა. ქართველ ლეგიონერთაგან კიდევ ერთმა ითამაშა: ნიკა მეტრეველი "დინამო სასარის" ძირითად შემადგენლობაში გამოჩნდა, მისმა გუნდმა კი 74:56 დაამარცხა "კასერტა".
მეტრეველმა მოედანზე 17 წუთი გაატარა და 6 ქულა, 2 მოხსნა და 1 დაფარება მოაგროვა. ნიკამ 7 ცდიდან 3 ორქულიანი ჩააგდო, 1 სამიანი კი ააცილა.
დინამოელთა ხუთეულში იყო ქართული პასპორტის მქონე ამერიკელი, ქუინტონ ჰოსლი, რომელმაც 10 ქულა, 3 მოხსნა, 3 ჩაჭრა და 2 პასი მიითვალა.
"სასარი დინ
ამოს" 8-8 მოგებ-წაგება აქვს და მე-8 ადგილზე იმყოფება. სხვათა შორის, ამ ტურში ყველა მასპინძელმა მოიგო და მათ შორის "ბიელამაც". ეს კი იმ კავშირშია ქართველებთან, რომ ბიელელებმა სანიკიძე-შერმადინი-მარკოიშვილის გუნდების კონკურენტი "არმანი ჯინსი" დაამარცხეს.
შესაბამისად, 4 გუნდს - "კანტუს", "კანადიან სოლარს", "არმანი ჯინსს" და "სკავოლინის" ქულების თანაბარი რაოდენობა დაუგროვდათ და ეს 4 გუნდი ცხრილში II-V ადგილებს იყოფენ.
gbf.ge