ზაზა ფაჩულიას "ატლანტამ" "სიქსერქსთან" დათმო

AutoSharing Option
ზედიზედ მოგებული 5 მატჩის შემდეგ ზაზა ფაჩულიას გუნდმა პირველი მატჩი წააგო. "ატლანტამ" მარცხის გემო ფილადელფიაში გაიხსენა, სადაც აღმოსავლეთში კონკურენტ "სიქსერქს" შეხვდა შეხვედრა 76:90 დათმო.

აღმოსავლეთ კონფერენციის ცხრილში ისეთი სიმჭიდროვეა, რომ ამ წაგებამდე მეორეზე მყოფი "ატლანტა" მეექვსე ადგილამდე დაეშვა. ხოლო მეორე ადგილი "ქორების" მძლეველმა "ფილადელფიამ" ირგუნა.

პირველ ტაიმში "ატლანტას" საქმეები კარგად მისდიოდა. დიდი შესვენებისთვის ზაზა ფაჩულიას გუნდი 47:39 იგებდა, თუმცა მესამე მეოთხედში მასპინძლებმა იძალეს და პერიოდის 25:10 მოგების შემდეგ ლიდერობა მოიპოვეს. "ფილადელფიამ" შემოტრიალებული მატჩის სადავეები ხელიდან აღარ გაუშვა და საბოლოოდ იოლი
გამარჯვება მოიპოვა.

ზაზა ფაჩულია კვლავ სათადარიგო იყო. მან და ძირითადში მყოფმა ჯეისონ კოლინსმა მოედანზე თანაბარი დრო გაატარეს (20 წუთი) და დაახლოებით თანაბარი სტატისტიკაც ჰქონდათ. თუმცა ზაზამ ამჯერადაც აჯობა კოლინზს (4 ქულა, 2 მოხსნა) და 5 ქულასთან ერთად 3 მოხსნა და 2 პასი მიითვალა. ფაჩულიამ 3-დან 2 ორქულიანი ჩააგდო, რასაც 1 ზუსტი საჯარიმო მოაყოლა.

ატლანტელთაგან თამაში ყველამ ჩააგდო და საუკეთესო შედეგი სამარქაფო უკანახაზელმა - ვილი გრინმა დააფიქსირა - 14 ქულა. გამარჯვებულებს თადეუს იანგმა (20 ქულა) და ჯრიუ ჰალიდეიმ (16 ქულა, 11 პასი) ულიდერეს.

მომდევნო შეხვედრაში ატლანტელები ხვალ გამთენიისას "კლივლენდს" უმასპინძლებენ.

gbf.ge
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული