ვიქტორ სანიკიძის "კანადიან სოლარმა" სტუმრად "რომა" დაამარცხა

AutoSharing Option
ვიქტორ სანიკიძის "კანადიან სოლარმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა. ბოლონიელებმა სერია A-ს ერთ-ერთი სახელიანი გუნდი "რომა" სტუმრად 82:78 დაამარცხეს და გათამაშების ცხრილში "სკავოლინისთან" ერთად მეორე-მესამე ადგილებს იყოფს.

ჩვეული აღმა-ფრენით ითამაშა ვიქტორ სანიკიძემ. მართალია, ქართველ ფორვარდს ბლომად ქულები არ მოუგროვებია, თუმცა 13 მოხსნა მიითვალა და ეს შედეგი მიმდინარე ტურში(სამ მატჩში) საუკეთესოა.

სანიკიძე სასტარტო ხუთეულში იყო და მოედანზე თავისიანთაგან ყველაზე მეტი - 34 გაატარა. "ვიკამ" 3-დან 2 ორქულიანი ჩააგდო, 2 სამიანი კი ააცილა და საბოლოოდ 4 ქულა დააგროვა. 4 ქულასა და 13 მოხსნასთან ერთად
სანიკიძემ 3 პასი, 2 დაფარება და 1 ჩაჭრაც მიითვალა და ბოლონიელთა გამარჯვებას მნიშვნელოვნად შეუწყო ხელი.

დღეს საღამოს ტურის დანარჩენი მატჩები გაიმართება. მანუჩარ მარკოიშვილისა და გიორგი შერმადინის "კანტუ" "ვანოლის" უმასპინძლებს, ხოლო ნიკა მეტრეველის "სასარი" სტუმრად "მონფერატოს" შეხვდება.

gbf.ge
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული