ჩვეული აღმა-ფრენით ითამაშა ვიქტორ სანიკიძემ. მართალია, ქართველ ფორვარდს ბლომად ქულები არ მოუგროვებია, თუმცა 13 მოხსნა მიითვალა და ეს შედეგი მიმდინარე ტურში(სამ მატჩში) საუკეთესოა.
სანიკიძე სასტარტო ხუთეულში იყო და მოედანზე თავისიანთაგან ყველაზე მეტი - 34 გაატარა. "ვიკამ" 3-დან 2 ორქულიანი ჩააგდო, 2 სამიანი კი ააცილა და საბოლოოდ 4 ქულა დააგროვა. 4 ქულასა და 13 მოხსნასთან ერთად
დღეს საღამოს ტურის დანარჩენი მატჩები გაიმართება. მანუჩარ მარკოიშვილისა და გიორგი შერმადინის "კანტუ" "ვანოლის" უმასპინძლებს, ხოლო ნიკა მეტრეველის "სასარი" სტუმრად "მონფერატოს" შეხვდება.
gbf.ge